
5 მარტს, სხვადასხვა ფაკულტეტით დაინტერესებული აბიტურიენტები თავიანთ მომავალ დეკანებს, ý-ს პრეზიდენტს და ý-ს ელჩებს (სტუდენტებს) შეხვდნენ.
მათ ყველა კითხვაზე მიიღეს დეტალური პასუხი და ý-ს პროგრამებთან ერთად გადახდის ახალი სისტემის, ý გრანტის მოქმედების პრინციპს გაეცნნენ.
ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის დამატებით გაიმართა ვორკშოფი „ვებ დეველოპმენტი” და სემინარის ფარგლებში ანდროიდის პლატფორმაზე დამზადდა აპლიკაცია.
შეხვედრების ბოლოს აბიტურიენტებმა დაათვალიერეს ý და ყველა ფაკულტეტზე გათამაშდა ý-ს სასწავლო ვაუჩერი.