მაგდა მითაიშვილი

"2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა აუდიტის განხრით. ý სხვა უნივერსიტეტებისაგან გამოირჩევა სწავლების მაღალი ხარისხით, კვალიფიციური კადრებით, კომფორტული გარემოთი და ამერიკულ სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლების პროგრამით.
ý არის ის უნივერსიტეტი, რომელზეც აბიტურიენტობის დროს არჩევანი გავაკეთე და დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ მიღებული ინგლისურენოვანი განათლებით კარიერულად წარმატებული ვიქნებოდი. პირველი სამსახური სწორედ ý-ს საშუალებით დავიწყე. ერთ-ერთმა ლექტორმა თავის კომპანიაში დამაწყებინა მუშაობა. შემდეგ იყო არაერთი კარგი შემოთავაზება საკმაოდ დიდი კომპანიებისგან. ამჟამად, ვმუშაობ მაკდონალდსში ბიზნეს ინსაით ანალიტიკოსად.
რეზიუმეში ý-ს კურსჸმთავრ᳥ბულის სტატუსმა დიდი როლი ითამაშა კარიერული განვითარების კუთხით. 8 წლიანმა მუშაობის გამოცდილებამ და ý-ს განათლებამ წარმატებული და რეალიზებული გამხადა ჩემს სფეროში. მეამაყება, რომ ვარ ý-ს კურსჸმთავრ᳥ბული.
ვფიქრობ, ჩემს სფეროში საკმაოდ წარმატებული ვარ, კონკურენტუნარიანი სივი მაქვს და ამ ყველაფერში დიდი წვლილი ý-ს მიუძღვის."